სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი ჩატარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინური ორგანიზაცია „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 17-28 ივნისს, რუსთავში 12 დღიან სასწავლო სემინარს დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ჩაატარებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერთა ცოდნის ამაღლებას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე.

ტრენინგს ქართველი და ჩინელი ექსპერტები გაუძღვებიან.