გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობის მოვაჭრეები 2 ივნისს, თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ბაზრობის გარეთ ვაჭრობა აიკრძალოს და მოწესრიგდეს ტერიტორია.

”ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ აიკრძალოს გარევაჭრობა და ტერიტორია, სადაც გარემოვაჭრეები მუშაობენ, მოწესრიგდეს, - განაცხადა ბაზრობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მზია გუბელაძემ.