ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის შეხვედრის წინ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი დაეცა.

ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,09%-ით გაიაფდა და ბარელზე მისმა ფასმა 49,5 დოლარი შეადგინა.

0,71%-ით დაეცა WTI-ის მსუბუქი ნავთობის ფასი ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ნავთობის ფასმა ბარელზე 48,75 დოლარი შეადგინა.