,,საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი ელექტრო მატარებლები დანიშნა. ”საქართველოს რკინიგზის” დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, Maroon5-ის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის და შესაბამისად, მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით მიიღეს.
როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, დამატებითი ელექტრო მატარებლები მგზავრებს 6, 7 და 8 ივნისს მოემსახურებიან.
მატარებელთა მოძრაობის განრიგი შემდეგია:
თბილისი (გასვლა) 10:25 სთ - ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ.
ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ - თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ.
თბილისი (გასვლა) 07:20 სთ - ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ.
ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ - თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.