რვა ახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან

2 ივნისს, ყაზახურმა ავიაკომპანიამ SkyBus Airlines ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ასტანას მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. პირდაპირი ფრენები ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

2016 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ყაზახური ავიაკომპანია „Skybus” ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქის მიმართულებით შესთავაზებს. ყოველდღიური ფრენები ბათუმიდან ასტანას, აქტობეს, ყიზილორდის, შიმკენტის (20 ივნისიდან), აქტაუს, ატირაუს, ყარაღანდას და კოსტანაის (10 ივნისიდან) მიმართულებით Bombardier CRJ 100-ის ტიპის ხომალდით შესრულდება.

ყაზახური SkyBus 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს დსთ-ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს.