აგარაში 4 000 000-დოლარიანი ინვესტიციით სპირტისა და არყის გამოსახდელი ქარხანა შენდება

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში შპს „გრადო“ 4 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციით სპირტისა და არყის გამოსახდელ ქარხანას აშენებს. სამშენებლო სამუშაობი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი. როგორც ქარხნის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ საბაშვილი აცხადებს, საწარმო სრულად ინოვაციურ ტექნოლოგიებითაა შექმნილი და მას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

„ჩვენი ქარხანა ინვაციურ ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით იფუნქციონირებს. ნედლეულის მიღება იწარმოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოხდება სხვა ფერმერებისგან და მომწოდებლებისგან ხილის ჩაბარება. საწარმოს შეუძლია 300 ტონა სპირტის წარმოება, რომლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა,“ - აცხადებს ოთარ საბაშვილი.

ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა. მისი განცხადებით, აგარაში აღნიშნული ქარხნის გახნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ადგილობრი ბიზნესი ვითარდება. ქარხანაში 4 000 000 აშშ დოლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა, სადაც 30 ადამიანი უშუალოდ საწარმოში დასაქმდება. გარდა ამისა, ადგილობრივ გლეხებს გაუჩნდებათ პროდუქციის გასაღების ბაზარი, რაც მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

ქარხანა ექსპლუატაციაში 2016 წლის ივლისის ბოლოს შევა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე