სტამბოლში, მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურთან აფეთქება მოხდა

სტამბოლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს ცნობით, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ რაიონში, მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურთან მოხდა.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, თავდასხმის ობიექტი სავარაუდოდ, პოლიციის ავტობუსი იყო.

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებზე, ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.