ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

Market Watch-ის ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე აშშ-ის ნედლი ნავთობი 1,4%-ით - 67 ცენტით გაძვირდა და ბარელზე 50,36 დოლარი შეადგინა.

89 ცენტით, 1,9%-ით გაიზარდა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 51,49 დოლარს მიაღწია. Market Watch-ის ცნობით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გასული წლის 9 ოქტომბრის შემდეგ.