ზუგდიდში წარმატებული მოსწავლეებისთვის მერის სახელობის სტიპენდია დაწესდა

ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია და საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ქვარაია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მერის სტიპენდიანტ მოსწავლეებს შეხვდნენ.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ირაკლი გოგოხიას ინიციატივით, მაღალი აკადემიური მოსწრების და წარმატებული მოსწავლეებისათვის მერის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

ქალაქის 12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შერჩევის შედეგად გამოვლინდა 9 რჩეული მოსწავლე, რომელიც ყოველთვიურად მერის სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით იღებს.

მერიის ინფორმაციით, სტიპენდიანტმა მოსწავლეებმა შეხვედრაზე საკუთარი აქტივობების ანგარიში წარადგინეს.