მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმის შემდგომი შეხვედრა თბილისში გაიმართება

10 ივნისს, სასტუმროში ”ბეტსი”, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციები Mercy Corps და Oxfam GB მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმის შემდგომ შეხვედრას გამართავენ.

როგორც ENPARD-ში აცხადებენ, აღნიშნული შეხვედრა არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და ფერმერთა გაერთიანებებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ მეფუტკრეობის დარგში არსებული სირთულეები, რომლებიც გაჟღერდა მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველ ფორუმზე ან/და წარმოიშვა ფორუმის შემდგომ.

შეხვედრის ფორმატი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, ერთობლივად განიხილონ პრობლემათა გადაჭრის შესაძლო გზები, ასევე შეიმუშაონ რეკომენდაციები და მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებას. შეხვედრას დაესწრებიან აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე მეფუტკრეობის კოოპერატივები და ფერმერთა გაერთიანებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველ ფორუმში.