სიღარიბესთან ბრძოლის მიზნით, ბილ გეითსი აფრიკის ღარიბ ქვეყნებს ქათმებს გადასცემს

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ტროპიკული აფრიკის რეგიონის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს 100 000 ქათამს გადასცემს.

როგორც გეითსმა განაცხადა, ის მასშტაბურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც აფრიკის ღარიბი მოსახლეობის დახმარებაა.

ბილ გეითსის მოსაზრებით, ქათმების გაყიდვა აფრიკის რეგიონში სიღარიბესთან ბრძოლის სწრაფი და ეფექტური მეთოდია.

პროექტის ინტერნეტ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ქათმის ბიზნესი მომგებიანი იქნება ღარიბი ოჯახებისთვის, ქათმის კვერცხები კი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

„შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იდეა მართლა მომწონს“, - აცხადებს ბილ გეითსი.

პროექტის მიზანია, ტროპიკულ აფრიკაში სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის 30%-ის დახმარება. ამჟამად, რეგიონში ქათმის ბიზნესით ოჯახების მხოლოდ 5%-ია დაკავებული.

გასულ წელს ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შემცირებისა და ეპიდემიების აღმოფხვრის მიზნით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებების ქსელს გახსნის.