აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ ექვს ავიაკომპანიას კუბაზე რეგულარული ფრენების ნებართვა მისცა

აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ ექვს ავიაკომპანიას კუბაზე რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, კუბაზე რეისებს ავიაკომპანიები American, Frontier, JetBlue, Silver Airways, Southwest и Sun Country განახორციელებენ. ფრენები მაიამიდან, ჩიკაგოდან, ფილადელფიიდან და მინეაპოლისიდან კუბას ცხრა ქალაქში განხორციელდება, რაც კვირის განმავლობაში 155 რეისს გულისხმობს.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ფრენები მომავალი სამი თვის განმავლობაში დაიწყება. ამ დროისთვის კუბასა და ამერიკას შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის ურთიერთობის ნორმალიზება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. გასულ ზაფხულს მხარეები საელჩოების გახსნის საკითხზეც შეთანხმდნენ.

მიმდინარე წლის მარტში კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბაში ისტორიული ვიზიტი განახორციელა.