დავით ნარმანია - სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი უზრუნველყოფილია და არა მგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს

სტიქიით დაზრალებული ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არა მგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, 5 ოჯახია, რომლებლსაც აქვთ საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პრობლემა, თუმცა ეს ოჯახები მერიის დაფინანსებით ქირით ცხოვრობენ.

“ყველა ოჯახმა, ვისაც ეკუთვნოდა კომპენსაცია, დადგენილი წესის მიხედვით მიიღო. დარჩენილია 5 ოჯახი, რომლებსაც საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ აქვთ წესრიგში და არის გარკვეული საკითხები სადავო. თუმცა, ვიდრე მათი საკითხები სამართლებრივად გაირკვევა, თითოეულ მათგანს ვუხდით ბინის ქირას და ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება და ვიდრე საკითხი არ გაირკვევა. ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არა მგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.