მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს ნომრები

მილიონერებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ნომრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ამჟამად მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე 1990-იან წლებში.

თანამედროვე სასტუმროები იძულებული არიან, მდიდრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და  არა მხოლოდ ძვირად ღირებული, არამედ ლამაზი ნომრები შესთავაზონ. თითოეულ ნომერს საკუთარი აუზი და დიდი ფანჯრები გააჩნია, რომლებიდანაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება. როგორც წესი ნომერი გათვლილია 4-12 ადამიანზე, ვინაიდან მდიდარ ადამიანებს მუდამ თან ახლავთ დაცვა, თანაშემწეები და სხვა მომსახურე პერსონალი.

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო ნომრების ათეულს.

საპრეზიდენტო ლუქსი, ჰონგ-კონგი 13 700 დოლარი

ჰონგ-კონგის საპრეზიდენტო ლუქსი, რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება პორტის აკვატორია ვიქტორიაზე, შორეულ აღმოსავლეთში ყველაზე ლამაზად მიიჩნევა. სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე ნომერს კინოთეატრი IMAX, შესანიშნავი ხედი და 760 კვ.მ. ტერასა, აუზი და ჯაკუზი გააჩნია. სტუმრების განკარგულებაში არის როლს-როისი, მერსედესი და ბენტლი.

სულთანის ლუქსი, სტამბოლი - 15 300 დოლარი

სტამბულის სულთანის ლუქსი ისტორიის ნაწილი გახლავთ, ვინაიდან ის 1500 წელს ააშენეს, და ოსმანების იმპერიის სულთნების რეზდენცია იყო. 1800 წელს სასახლე გადააკეთეს და ხე მარმარილოთი შეცვალეს. ამჟამად ნომერში გაცილებით მეტი კომფორტია, ვიდრე სულთნების მმართველობის დროს: აუზი, ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი, იახტა, პირადი მოსამსახურე, ლამაზი, მოხერხებული და ფასეული ავეჯი.

სამეფო ლუქსი, დუბაი - 23 000 დოლარი

მთელი დუბაი ფეშენებელური სასტუმროებითა და ცათამბჯენებითაა მოცული და  გამონაკლისს არც სასტუმრო ბურჯ-ალ-არაბის საპრეზიდენტო ლუქსი  წარმოადგენს. ნომერში მბრუნავი საწოლია, მოსამსახურე, ჯაკუზი, უამრავი ბალიში, სააბაზანო - ყველაფერი დუბაის სტანდარტებით. თავად ნომერი უზადოდ არის დეკორირებული, მაგრამ ყველაზე დიდი უპირატესობა წყალქვეშა რესტორანში ვახშმობის შესაძლებლობაა, სადაც თითოეული კერძი ათასობით დოლარი ღირს.

სასტუმრო Royal Towers, ბაჰამის კუნძულები - 25 000 დოლარი

ბაჰამის კუნძულების ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში სულ 10 ლუქსია, რომელიც ოქროს ავეჯითაა მოწყობილი. იატაკი მარმარილოს სხვადასხვა სახეობითაა დაგებული, ნომერს გასართობი ცენტრი გააჩნია. თავად ბაჰამის კუნძულები დასასვენებლად შესანიშნავი ადგილია, ამიტომაც ნომრის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება ზღვაზე.

საპრეზიდენტო ლუქსი, ტოკიო - 25 000 დოლარი

თუკი ვინმეს სურს ტოკიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის ხილვა, აუცილებლად უნდა ნახოს სასტუმრო Ritz Carlton. მის ბოლო სართულზე განთავსებულია საპრეზიდენტო ლუქსი ქალაქის საუკეთესო ხედით. ნომერში 16 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მასში ტროპიკული სააბაზანო, კაბინეტი, სასადილო ოთახი და სამეფო ზომის საწოლია.

საპრეზიდენტო ლუქსი, სარდინია - 33 000

სარდინიაში მდებარე სასტუმრო Costa Smeralda-ს საპრეზიდენტო ლუქსი სანაპიროს შესანიშნავ ხედს სთავაზობს. ნომერში 3 მდიდრული საძინებელია, რომლებისგანაც პორტო ჩერვოს ყურის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს გარდა, ნომერს აუზი, სპორტული დარბაზი და ღვინის მარანი გააჩნია.

ჰიუ ჰეფნერის ნომერი, ლას ვეგასი - 35 000 დოლარი

სასტუმრო Palm’s Fantasy Tower-ის ბოლო სართულზე ჰიუ ჰეფნერის უზარმაზარი და მდიდრული ნომერია განთავსებული. მასში რამდენიმე მბრუნავი საწოლი, ღია აუზი, პოკერის სათამაშო მაგიდა, ღია ჩანჩქერი, სააბაზანო სპა-პროცედურებით და ქალაქის არაჩვეულებრივი ხედია. ფასში, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროებისთვისაც მაღალია, არ შედის კვება და მიმტანების მომსახურება.

სამეფო ვილა, ათენი - 45 000 დოლარი

ხმელთაშუა ზღვა მსოფლიოს ულამაზესი ადგილია დასასვენებლად, საბერძნეთი კი, რეგიონის მარგალიტი გახლავთ. ათენის კურორტზე Grand Resort Lagonissi შესაძლებელია ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში განცალკევებული ვილის ქირაობა, რომლისგანაც ხმელთაშუა ზღვის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ვილას 2 საძინებელი, აუზი, ბუხარი, მარმარილოს სააბაზანო, საუნა და პირადი მოსამსახურის სერვისი გააჩნია.

საპრეზიდენტო ლუქსი, კანი - 52 000 დოლარი

ალბათ, იფიქრებთ, რომ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამხელა თანხას გადაიხდის სასტუმრო ნომერში, მაგრამ ცდებით. კანში, სასტუმრო Grand Hyatt Martinez-ში, რომელიც 1920 წელს გაიხსნა, ბოლო სართულზე განთავსებულია საპრეზიდენტო ნომერი ბაღით, ლამაზი ხედებით, ჯაკუზით, მისაღები ოთახით, კაბინეტით, საუნათი და თურქული აბანოთი.

სამეფო პენტჰაუს-ლუქსი, ჟენევა - 83 000 დოლარი

ჟენევის სასტუმრო ”პრეზიდენტ უილსონი” არა მხოლოდ ლამაზი და მყუდრო, არამედ ყველაზე უსაფრთხოა. ნომერში ყველა კარ-ფანჯარა ტყვიაგაუმტარია, მასში 12 საძინებელია პირადი ლიფტით. ასევე ნომერს სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, გასართობი დარბაზი და როიალი გააჩნია - ამ ყველაფრის ღირებულება კი 83 000 დოლარს შეადგენს ღამეში. სასტუმრო პოპულარულია მათში, ვინც პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მას ცნობილი ადამიანები და სამთავრობო ჩინოვნიკები სტუმრობენ.

დუდანა ზაქარაია