Toyota ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდია

იაპონურმა ავტოგიგანტმა Toyota-მ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტიტული 2016 წელსაც შეინარჩუნა. BrandZ Top 100-ის 2016 წლის რეიტინგში 29,5 მილიარდი დოლარით ავტომობილებს შორის Toyota პირველია, თუმცა ის საერთო ჩამონათვალში მხოლოდ 28-ე ადგილზეა. ასევე უცვლელია ავტომობილებს შორის მეორე და მესამე ადგილები. გასული წლის მსგავსად, მეორეა BMW - 26,8 მილიარდით, ხოლო მესამე Mercedes-Benz - 22,7 მილიარდის ღირებულებით. ცნობისათვის, Toyota ამ პრესტიჟულ რეიტინგში ბოლო 11 წლის მანძილზე უკვე მეცხრედ გახდა ლიდერი. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ბრენდების ასეულში მხოლოდ 6 საავტომობილო ბრენდი მოხვდა.

მთლიანობაში, ტოპ 10 საავტომობილო ბრენდების საერთო ჯამურმა ღირებულებამ გასულ წელთან შედარებით 139,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. შესამჩნევი ვარდნა განიცადეს Audi-მ, Honda-მ და Land Rover-ის საავტომობილო ბრენდებმა. საავტომობილო ბრენდების ათეულში პირველად აღმოჩნდნენ Porsche და Tesla. ამ უკანასკნელმა Lexus ჩაანაცვლა.

ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების ტოპ 10 (ციფრები მოცემულია მილიარდებში, პოზიცია ზოგადად ასეულში, ცვლილება 2015 წელთან შედარებით).

1. Toyota $29.5 (28) +2

2. BMW $26.8 (33) +2

3. Mercedes-Benz $22.7 (39) +4

4. Honda $13.2 (74) -1

5. Ford $13.1 (75) 0

6. Nissan $11.5 (92) +1

7. Audi $9.5 -6

8. Land Rover $4.7 -5

9. Porsche $4.4

10. Tesla $4.4

კოკა კვირკველია