ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველი მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, წყლისა და წყალანირების სისტემების მშენებლობის სფეროში.

”აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB საქართველოში მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკურ დახმარებას. შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირების ვიზიტის მნიშვნელობას სამომავლოდ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.