დავით ნარმანია - მცირე მეწყერი ჩამოვიდა ახალდაბის გზაზე, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები

ქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში წუხელ მოსულ ნალექს არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუბება, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, მცირე მეწყერი ჩამოვიდა ახალდაბის გზაზე, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები.