ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება დაიწყო

კრწანისის გამგეობამ ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება დაიწყო. კრწანისის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გომის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

პროექტის ფარგლებში გამაგრდება სახლის კონსტრუქციული ელემენტები, მოეწყობა დრენაჟი. სამუშოები წლის ბოლომდე დასრულდება.