სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 16,2% უცხოურ ბაზარზე მოდის

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 59 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (33,9%) და თბილისში (18,6%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 13,6% ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 11,9% - კახეთში, 8,5% - იმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი 3,4% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2015 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება 8078 მომხმარებელს გაეწია. მწარმოე-

ბელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია შეისყიდეს, 536 ერთეუ-

ლი შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1168 კაცს აღწევს.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 67,5 მლნ ლარის ღირებულების 20.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც დიდი ნაწილი 39,3% იმპორტირებული იყო.

სამაცივრეების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის 41,6%  ხილზე და ბოსტნეულზე, 31,6% კი ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მოდიოდა. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ქათმის ხორცი/ქათმის ბარკლები ჭარბობდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 16,2% უცხოურ ბაზარზე მოდის.

ქრისტინე გამთენაძე