ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს იმსჯელებენ

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღების საკითხზე იმსჯელებენ.

ევროკავშირის საბჭო საგარეო მინისტრების შემადგენლობით ლუქსემბურგში შეიკრიბება. შეხვედრის დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო საკითხად შეტანილია „ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.