სოფლების - ქვემო და ზემო ალვანის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

სოფლების ქვემო და ზემო ალვანის მცხოვრებლებმა თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების შეფერხება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ კომპანიასთან, რომელიც გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. მათი თქმით, კომპანია „თუშეთის გზა“ მოძველებული ტექნიკის გამო სამუშაოებს სრულყოფილად ვერ ახორციელებს, რის გამოც მძღოლები ამბობენ, რომ შესაძლოა წელს მთაში ტურისტული სეზონი ჩავარდეს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს რაიონის გამგებელი შეხვდა, რომელსაც მოსახლეობამ მთავრობის სახელზე დაწერილი განცხადება გადასცა. გამგებელი ბექა ბაიდაური განმარტავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით ტექნიკას იქირავებს.