ქუთაისში "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 70-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ქუთაისში დღეს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 70-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელფასი, რომელსაც მათ კომპანია უხდის, მიზერულია და საბანკო ვალდებულებების დასაფარადაც არ ყოფნით.

"24 საათი გვამუშვებენ ხან მიწის ზემოთ, ხან კიდევ მიწის ქვემოთ, ხელფასი კი მინიმალურია. რომ მუშაობ, ოჯახში რაიმე ხომ უნდა შეიტანო?" - აცხადებენ გაფიცული თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.