საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის ყოველწლიური საქმიანობის შესახებ ანგარიშს ისმენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის ყოველწლიური საქმიანობის ამსახველ ანგარიშს ისმენს.

დოკუმენტი კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილი გააცნო.

მესტვირიშვილის ცნობით, 2015 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია დაბალი მაჩვენებლით გამოიხატებოდა, წლის მეორე ნახევარში დაიწყო ზრდა და წლის ბოლოს 4,9% შეადგინა.

მისივე ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, ფასები იმპორტირებულ პროდუქტზე გაიზარდა, მათ შორის მედიკამენტებზე, რამაც ჯანდაცვის მომსახურების გაძვირებაში ჰპოვა ასახვა.