ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ონლაინ სესხებთან დაკავშირებით მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობენ.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა, ბანკს აქვს გარკვეული ინიციატივები, რომელიც მთავრობას უკვე წარედგინა.

“პარლამენტში ეს პაკეტი მას შემდეგ შემოვა, რაც მთავრობაში მოხდება შეჯერება და მას ერთობლივი პოზიციით წარმოვადგენთ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ყოველწლური საქმიანობის ამსახველი ანგარიში მოისმინა.