გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი დაიხურება

გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშვილთან და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი USAID- ის მიერ არის დაფინანსებული, მიზანი ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანაა. გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, 2000 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის პროექტის ღირებულება კი 329 998 ლარია.