ჯანდაცვის პლატფორმის ინფორმაციით, მაისში აპრილთან შედარებით წამლების ფასები შემცირებულია

ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს მოსახლეობისათვის საჭირო და საინტერესო აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის გამოქვეყნებას.

ორგანიზაციამ მაისის თვეში ჩვილის, საბავშვო და პირველადი აფთიაქის გამოქვეყნების შემდეგ შეისწავლა ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი. მონაცემები 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმდა. შედეგად დადგინდა, რომ აპრილის თვესთან შედარებით შემცირებულია ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი. აპრილის თვეში ამ აფთიაქის შევსება შესაძლებელი იყო 115 ლარად, მაისის თვის მონაცემებით კი ამისათვის უკვე 106 ლარია საკმარისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები საშუალოდ 7.8%-ით არის შემცირებული. აპრილში აქსესუარების საშუალო ფასი შეადგენდა 25 ლარს, მაისის თვეში კი 19 ლარს შეადგენს. შემცირებულია ასევე მედიკამენტებისა და ანტისეპტიკური საშუალებების საშუალო ფასი. მთლიანობაში ოჯახის აფთიაქის აპრილისა და მაისის თვეში დაფიქსირებული ღირებულების სხვაობა 9 ლარს შეადგენს.

მაისის თვეში შემცირებულია ფასი 6 მედიკამენტზე, გაზრდილია 2-ზე, დანარჩენზე ფასი უცვლელია.

ჯანდაცვის პლატფორმა მომავალშიც გააგძელებს ფარმა მონიტორის ფარგლებში მედიკამენტების ფასის თვალყურის დევნებას და ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლას.