საჩხერეში 7 კმ-იანი რეაბილიტირებული გზით ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, ბეტონის კიუვეტები, ბორდიურები და წყალამრიდი ლითონის მილები. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 499 000 ლარია.

”არსებული გზა იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეაბილიტაციის შემდეგ საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილას მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს.

პროექტზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე