ანგელა მერკელი სამხედრო ხარჯების გაზრდის ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხედრო ხარჯების გაზრდის ინიციატივით გამოდის. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ სამხედრო ხარჯები მკვეთრად უნდა გაზარდოს.

„ეს ნიშნავს, რომ უნდა დაუხლოვდეს ერთმანეთს ისეთი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები როგორიცაა გერმანია, რომელიც დღეს თავდაცვაზე მშპ-ს 1,2%-ს ხარჯავს და აშშ, რომელიც ამავე მიზნებზე მშპ-ს 3,4%-ს ხარჯავს,“, - განაცხადა მერკელმა.

მისი მოსაზრებით, ევროკავშირს კვლავ არ შეუძლია, საკუთარი თავი გარე საფრთხეებისგან დაიცვას.