რეფერენდუმის წინასწარი შედეგების ფონზე, ბრიტანული ფუნტის კურსი 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა

დიდი ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართნ მიმართებაში ერთბაშად თითქმის 10%-ით დაეცა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე აისახა ბირჟებზე. ფუნტის კურსმა დოლართან მიმართებაში 1,3305 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1985 წლის შემდეგ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, წინასწარი შედეგებით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას რეფერდნუმის მონაწილეთა 52%-მა დაუჭირა მხარი. 48%-კი დარჩენას მისცა ხმა. ამ დროისთვის (თბილისის დროით 8.15 საათისთვის) დათვლილია ხმების 51,7%. იმისათვის, რომ რეფერენდუმში საბოლოოდ „ბრექსიტის“ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა) მომხრეებმა გაიმარჯვონ, საჭიროა 16,8 მილიონი ხმა. ამ ეტაპისთვის „ბრექსიტს“ 15 203 370 ხმა აქვს.

შენიშვნა: რეფერენდუმის შედეგები საბოლოო არ არის. მიმდინარეობს ხმების დათვლა