პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა ჯერაც არ გახსნილა

პუშკინის ქუჩაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა კვლავ გრძელდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 22 ივნისიდან მოძრაობა ახალ ესტაკადაზე უნდა გადართულიყო, მიუხედავად ამისა, ესტაკადა ჯერ არ გახსნილა და პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია.

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4,752 მლნ ლარია.

bpn

bpn