"შეძლებენ თუ არა მოქალაქეები მიწების უფასოდ რეგისტრაციას?!"

ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, შეძლებს­ თუ არა საკუთრებაში არსებული მიწის უფასოდ რეგისტრაციას და რა საბუთები დასჭირდება. გვესაუბრება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, თეა ზაქარაშვილი:

- ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრ­ული ბიუჯეტი, რაც მიწების­ რეგისტრაციას­ დასჭირდება. ამიტომ გამიჭირდება თქმა, რა ფინანსური შეღავათებით ისარგებლებენ მოქალაქეები და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის კანონის­ ამოქმედება.

- როდის შევა კანონი ძალაში?

- ბევრს ჰგონია, რომ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შედის ძალაში,­ რაც მართალი არ არის. ამ კანონშივე არსებობს დათქმა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მუხლი კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის შემდეგ ამოქმედდება. ესე იგი, ჯერ მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ ეს მუხლები ამოქმედდეს და ამასთან, წინასწარ განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში ეკონომიკის სამინისტროს ევალება, წარმოადგინოს ფინანსური ანგარიში, თუ რა თანხის ფარგლებში გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას. იუსტიციის მინისტრმაც­ შესაბამისი ბრძანებები და ინსტრუქციები­ უნდა გასცეს, პროცესი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. აქედან გამომდინარე, "მიწების რეგისტრაციის შესახებ" კანონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება.

- პარლამენტს კანონპროექტი იმ სახით უნდა მიეღო, რომ ხარჯთაღრიცხვაც ჰქონოდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ახლა მინისტრების ბრძანებ­ებითა და ინსტრუქციებით უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება.

- შეიძლება, რომ ხელისუფლების წარმ­ომადგენელთა მიერ დეკლარირებული ­უფასო რეგისტრაცია უფასო სულაც არ იყოს?

- იმედია, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირებას შეასრულებენ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ასათიანი