შპს „მაგთიკომმა“ 643 317 სააბონენტო ნომერზე ნებართვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გაცემულ 643 317 სააბონენტო ნომერზე, რომელსაც (ლიცენზიას) მოქმედების ვადა ეწურებოდა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა.

კომისიის ინფორმაციით, 599 ინდექსზე დაწყებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.