თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი - უნივერსიტეტის თითქმის 84 მილიონიანი ბიუჯეტი სამ გვერდნახევარზეა წარმოდგენილი

უნივერისტეტის ბიუჯეტი რამდენად ემსახურება მისი მიზნიდან გამომდინარე არსებული ამოცანების შესრულებას, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობს ინფორმაცია , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვახტანგ ანთიამ განაცხადა.

კანცლერობის კანდიდატის განცხადებით, ერთადერთი ლეგიტიმური წყარო, საიდანაც დაინტერესებულმა პირმა შეიძლება მიიღოს ინფორმაცია ბიუჯეტზე, მის პრიორიტეტებზე, ეს არის ვებ-გვერდი, თუმცა თითქმის 84 მილიონიანი ბიუჯეტი სამ გვერდნახევარზეა წარმოდგენილი.

ვახტანგ ანთიას განცხადებით, საბიუჯეტო მენეჯმენტის პროცესის გაუმჭვირვალობა ცუდი ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.

როგორც ვახტანგ ანთიამ განაცხადა, მისი პროგრამა არის ის, რომ ყველა სტუდენტი, ასევე აკადემიური პერსონალი ჩართული იყოს უნივერსიტეტის პრიორიტეტების ფორმირების პროცესში.