მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 5.6 %-ით შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, მაისში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 5.6 %-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 5.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით) და 23.2 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.7 პროცენტია.