ინოვაციური კონცეფცია - სივრცე 24/7 ბათუმში

„სპეციალურად ჩამოვედი, ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ...“ „ახალ წელსაც არ მინახავს ასეთი ფოიერვერკი...“ „მადლობა ორგანიზატორებს, დაუვიწყარი საღამოს ჩუქებისთვის...“ ეს სულ რამდენიმე გულწრფელი ემოცია და შეძახიალია 25 ივნისს, ბათუმში, ანბანის კოშკთან გამართული „პროეკრედიტ ბანკის“ ღონისძიებიდან „ზაფხულის Pro-რიტმი“...

ეს დღე პირადად მე, ბათუმელებს, ბანკის კლიენტებსა და უბრალოდ დამსვენებლებს, ალბათ დიდხანს გვემახსოვრება. სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ერთსაათიანი თავბრუდამხვევი კონცერტის შემდეგ, ქათქათა ქალაქის ცა ათასფრად გადანათდა. უნდა ვაღიარო, რომ აქამდე მსგავსი რამ არასდროს მინახავს, დაახლოებით 30 წუთიანი გრანდიოზული მასშტაბის მუსიკალური ფოიერვერკი, საქართველოში პირველად სწორედ ამ დღეს გაიმართა. ამ ყველაფერის მიზეზი კი ბათუმში, პროკრედიტ ბანკის განახლებული ფილიალის საპრეზენტაციო გახსნა იყო. უნიკალური დიზაინი, ვიტრაჟული კედლები და გამწვანებული გარემო, რომელიც ბათუმის „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში დაგხვდებათ, ნამდვილად დაგიკარგავთ იმის განცდას, რომ ბანკში ხარ. აქ თითოეული დეტალი, ფერი და გამოყენებული მასალა განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. ეს ყველაფერი კი ერთობლიობაში ხელოვნებისა და ბუნების სინთეზია საქმიან გარემოში. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გამწვანებულია. ასე რომ ბათუმელ კლიენტებს უკვე აქვთ საშუალება, ისარგებლონ თვითმომსახურების სივრცით 24/7-ით და შეიგრძნონ თანამედროვეობის კომფორტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვა არცერთ საბანკო დაწესებულებას არ აქვს.

bpn

საბანკო სივცრე 24/7 განსხვავებული კონცეფცია და ინოვაციური დიზაინი - რაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სივრცეს, კომფორტული გარემოს ნებისმიერ დროს სასურველი საბანკო მომსახურების მიღებასა და სხვადასხვა ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას ნიშნავს. ასეთია „სივრცე 24/7“, რომლითაც თბილისის ფილიალების კლიენტები უკვე ერთი წელია სარგებლობენ. 2015 წელს განახლებული პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალში თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა და თვითმომსახურების სივრცე 24/7 გაჩნდა. რაში მდგომარეობს კომფორტი? ამ ლოგიკურ კითხვას ასეთი მოკლე და ამომწურავი პასუხი აქვს: ბიზნეს კლიენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ მათთვის სასურველი საბანკო მომსახურებით. უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ისინი მნიშვნელოვნად ზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსს. ალბათ ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა: ეს როგორ? მოგახსენებთ, რომ სერვისის უნიკალურობას მრავალფუნქციური აპარატები განაპირობებს, რომელთა გამოყენებით საბანკო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში მთელი კვირის მანძილზე. მხოლოდ პროკრედიტ ბანკის კლიენტებს აქვთ საშუალება მათი თანამედროვე და უნივერსალური ბანკომატით არამარტო გაანაღდონ, არამედ შეიტანონ თანხა ანგარიშზე. მეტი კომფორტისთვის კი, კლიენტს აღარ სჭირდება აპარატში კუპიურების ცალ-ცალკე განთავსება, რადგან ბანკომატი ერთდროულად 50-მდე კუპიურას იღებს და ითვლის, რაც შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვას ახდენს მომენტალურად. თვითმომსახურების ზონაში შეძლებთ ისარგებლოთ ახალი აპარატით – სეიფით, რომელიც განკუთვნილია ბიზნეს კლიენტების ანგარიშზე მსხვილი თანხების შესატანად. მხოლოდ პროკრედიტ ბანკის სეიფით შეტანილი თანხა აისახება რამდენიმე წამში კლიენტის ანგარიშზე. გარდა ამ ყველაფრისა, სივრცე 24/7-ში განთავსდა საინფორმაციო ტერმინალი, რომელითაც კლიენტებს შეუძლიათ ფილიალებისა და ბანკომატების ქსელის ნახვა, ბანკში არსებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის მიღება და ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა. ამავე აპარატით შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრთან დაკავშირებაც.

bpnსაპრეზენტაციო გახსნას, ბანკის თანამშრომლები, კლიენტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორმა, ალექსი მატუამ განაცხადა, ისინი მუდმივად ზრუნავენ კლიენტის კომფროტულობაზე, როგორც მომსახურებით, ასევე ჰარმონიული გარემოთი.

ალექსი მატუა, პროკრედიტ ბანკის დირექტორი: „ჩვენ გავხსენით თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის საბანკო მომსახურების სივრცე. საქართველოში პირველად „პროკრედით ბანკმა“ დანერგა საბანკო სივცრე 24/7 და ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა. მაქვს დიდი იმედი, რომ ეს ტენდენცია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტების მომსახურებას, გაგრძელდება მომავალშიც. „პროკრედიტ ბანკმა“ უკვე ერთი წელია საქართველოს მასშტაბით, თითოეულ ფილიალში დანერგა ახალი ტექნოლოგიები. ეს არის ინოვაცია ქართულ საბანკო სივრცეში. “

მოწვეულს სტუმრებს შორის იყო ანზორ აბუსერიძეც, რომელიც უკვე 13 წელია „პროკრედიტ ბანკის“ მომხმარებელია. ამბობს, რომ ახალი სივრცე 24/7 მას დიდ კომფორტს შეუქმნის.

ანზორ აბუსერიძე, „პროკრედის ბანკის“ კლიენტი: „2003 წლიდან ვარ „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტი. მაშინაც და ახლაც ასე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე საიმედო და უსაფრთხო ბანკი, რომელიც ამჟამად ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. არჩევანიც სწორედ ამ მიზნით გავაკეთე. აღებული კრედიტით წამოვიწყე ბიზნესი და შემიძლია ვთქვა, რომ არა ეს ბანკი ალბათ ვერასდროს განვახორციელებდი ჩემი მიზნის რეალიზებას. რაც შეეხხება ამ ახალ ინოვაციურ სივრცეს, მე როგორც „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტს, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან დიდ კომფორტს შემიქმნის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი 13 წლიანი თანამშრომლობისთვის. “

„პროკრედიტ ბანკი“ რომ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, ამაზე არაერთი კომფორტული და მისაღები პირობების ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ამჯერად ჩემი, როგორც რიგითი მომხმარებლის შთაბეჭდილებები გაგიზიარეთ. ყოველთვის მისაღები, კომფორტული პირობები მუდმივად საბანკო მომსახურების სფეროში სიახლეების დანერგვა - ასეთია ბანკი, რომელსაც უკვე წლებია ვენდობი.

თორნიკე ყაჯრიშვილი

(R)