კანადა აშშ-ს ხელისუფლებას 15 მილიარდს ედავება

ენერგეტიკულმა კომპანიამ TransCanada ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წინააღმდეგ 15 მილიარდი დოლარის დანაკარგზე საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ გამოცემა The Daily Caller იტყობინება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამერიკის ხელისუფლებამ დაბლოკა ნავთობსადენის Keystone XL-ის მშენებლობა, რომელიც მიღწეული იყო ჩრდილოამერიკულ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ნავთობსადენის მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება გარემოზე უშუალო ზეგავლენის გამო მიიღო.

ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბარაკ ობამას ვეტო რომ არ დაედო, ქვეყანაში გაჩნდებოდა დამატებით 42 ათასი სამუშაო ადგილი.

2015 წლის თებერვალში ამერიკის კონგრესმა ნავთობსადენ Keystone XL-ის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა წლის ბოლოს პრეზიდენტმა ობამამ ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

ნავთობსადენი Keystone XL უნდა გადებულიყო კანადიდან მექსიკის ყურის სანაპიროებამდე,  შტატ ტექსასში.

კოკა კვირკველია