"სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 317 ათასიდან 457 ათასამდე გაიზარდა"

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლის, ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 317 ათასიდან 457 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ ყიფიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" უახლოეს დღეებში გამართავს შეხვედრას მედიასთან, სადაც ზუსტად განმარტავენ მიზეზებს, თუ რატომ ხდება არჩვენების წინ სახელმწიფოს მხრიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა. ირაკლი ყიფიანის განმარტებით, ყველა ამ ადამიანს აქამდეც ეკუთვნოდა სოციალური შემწეობა, თუმცა მოხდა ისე, რომ შემწეობის მიმღები მოსახლეობა სახელმწიფოს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაახსენდა.