სასამართლომ სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით "ფოთის პორტის" გადაწყვეტილება შეაჩერა

სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს მიმართვა დააკმაყოფილა და სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით "კორპორაცია ფოთის პორტის" გადაწყვეტილება შეაჩერა. პორტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან კონტეინერების საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირება უნდა მომხდარიყო და კომბინირებული ტარიფები უნდა დაწესებულიყო. როგორც სატერმინალო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, "ფოთის პორტის" გადაწყვეტილების ძალაში შესვლით მათ შემოსავლები შეუმცირდებოდათ, 5 ათასამდე ადამიანი კი უმუშევარი დარჩებოდა.