თურქეთიდან თბილისის მიმართულებით რეისები დღეს განრიგის მიხედვით შესრულდება

თურქეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს.

განრიგის მიხედვით, დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც Turkish Airlines-ი განახორციელებს. კერძოდ, აღნიშნული ავიაკომპანიის ბოინგი სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 09:30 საათსა და 10:55 საათზე შეასრულებს.

როგორც ცნობილია, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.