ძვირფასი ლითონების TOP-ხუთეული

1. კალიფორნიუმ-252 - რეალური ღირებულების დადგენა შეუძლებელია, რადგან 1 გრამის ფასი 27 მილიონი დოლარია

ამ იზოტოპის ზღაპრული ფასი სრულიად გამართლებულია. ყოველწლიურად მსოფლიოში სულ 30-40 მიკროგრამი კალიფორნიუმ-252 იწარმოება.

არსებული მონაცემებით, ელემენტის მსოფლიო მარაგი დღეისთვის 8 გ-ს შეადგენს. მისი თვისებები უნიკალურია – იზოტოპის 1 გრამის მიერ გამომუშავებული ენერგიის სიმძლავრე ატომური რეაქტორის სიმძლავრეს უტოლდება.

კალიფორნიუმ-252-ის კრიტიკული მასა 5 კგ-ია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეორიულად, ამ წონის კალიფორნიუმ-252-ის აფეთქება 5 000 ატომური რეაქტორის აფეთქების ტოლფასია, რაც კაცობრიობის ისტორიის დასრულების პირდაპირპროპორციულია.

ეს ელემენტი მხოლოდ 2 ბირთვულ რეაქტორთან არსებულ ლაბორატორიაში მზადდება. აქედან ერთი აშშ-შია, მეორე - რუსეთში. პირველად ლითონი კალიფორნიის უნივერსიტეტ ბერკლიში 1950 წელს დაამზადეს.

სამეცნიერო ბირთვული გამოკვლევების გარდა, კალიფორნიუმ-252-ს იყენებენ მედიცინაშიც. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიუმის 17 იზოტოპიდან, მხოლოდ კალიფორნიუმ-252 ასხივებს ნეიტრონების მძლავრ ნაკადს, რითიც შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის დამუშავება, მაშინ, როცა სხვა სხივები უძლურია.

უნიკალური ლითონი საშუალებას იძლევა, დაზიანების აღმოსაჩენად დაინახოს ატომური რეაქტორის ნაწილები, თვითმფრინავის დეტალები, რასაც ვერ ხედავს რენტგენის სხივები. მისივე საშუალებით პოულობენ მიწის წიაღში ოქროს მადანსა თუ ნავთობის საბადოებს.

2. ოსმიუმ -187 - 1 გრამის ფასი 200.000 დოლარი

იშვიათი იზოტოპის მოპოვება ძალიან რთულია. პროცესს დაახლოებით 9 თვე სჭირდება. იგი წარმოადგენს შავი ფერის წვრილკრისტალებიან ფხვნილს იისფერი ელფერით.

ეს პლანეტის ყველაზე მკვრივი ნივთიერებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მყიფეა. გამოიყენება, როგორც უზუსტესი გამზომი სამედიცინო ხელსაწყოებისთვის. ყაზახეთი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ოსმიუმ-187 გამოაქვს მსოფლიო ბაზარზე.

3. პლატინა – 1 გრამის ფასი 50 დოლარი

განსაკუთრებული ბზინვარებით გამორჩეული მოვერცხლისფრო-თეთრი კეთილშობილი ლითონი. ბუნებაში მხოლოდ შენადნობების სახით გვხვდება. სუფთა პლატინის მიღება საკმაოდ რთულ ქიმიურ პროცესებს მოითხოვს.

ოქრომჭედლობისა და მონეტების წარმოების გარდა, გამოიყენება სამედიცინო და ელექტრონულ წარმოებაში, აერონავტიკასა და იარაღის წარმოებაში. მოიპოვება სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში, კანადაში, რუსეთსა და ზიმბაბვეში.

4. ოქრო - 1 გრამის ფასი 40-45 დოლარი

ძვირფასი ლითონი, რომელიც ბუნებაში მხოლოდ სუფთა სახით გვხვდება.

ოქრო მტკიცე, ერთგვაროვანი და კოროზიისადმი მედეგია.

დიდი გამძლეობისა და პლასტიკურობის გამო, მრავალი საუკუნეა ოქრო ყველაზე პოპულარული კეთილშობილი ლითონია. იგი ფართოდ გამოიყენება საიუველირო წარმოებაში, ელექტრონიკასა და სტომატოლოგიაში. ყველაზე მსხვილი ოქროს მომპოვებელი ქვეყნებია: აშშ, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია.

5. როდიუმი - 1 გრამის ფასი 35-40 დოლარი

პლატინის ჯგუფის იშვიათი, ძალიან მკვრივი, კეთილშობილი, ვერცხლისფერი ლითონი. აქვს ძლიერი ამრეკლავი თვისებები, მედეგია მაღალი ტემპერატურისა და დაჟანგვის მიმართ.

1803 წელს, თვითნაბადი პლატინის კვლევის დროს აღმოაჩინეს. იყენებენ საავტომობილო ფარებისა და სარკეების დასამზადებლად, საიუველირო ნაკეთობების საბოლოო დამუშავების დროს.

მოპოვებული როდიუმის 80% ქიმიურ მრეწველობაში კატალიზატორად იხარჯება, თუმცა როდიუმის მთავარი ღირსება ის არის, რომ ბირთვული რეაქტორების დამზადებაშიც იყენებენ.

მოიპოვება სამხრეთ აფრიკაში, რუსეთში, კოლუმბიაში, კანადაში.

"TOP რეიტინგი"