რა ელით ქართველ მძღოლებს ტექდათვალიერების აღდგენის შემდეგ?

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

საგანგაშო სტატისტიკამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის ინიციატივით გამოდის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ტექდათვალიერების აღდგენის მოთხოვნით დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც, რომელსაც უკვე 4 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან მძღოლები ტექ-დათვალიერების შემოღების შემდეგ? 2015 წელს, როცა აქტიურად დაიწყო საუბარი ტექნიკური დათვალიერების აღდგენის აუცილებლობაზე, "AUTO BILD საქართველომ" საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ამ საკითხზე.

სანამ ექსპერიმენტზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ხდება დღეს საქართველოში ტექ-დათვალირების თვალსაზრისით, რაც, როგორც იცით, დღესაც სავალდებულოა რამდენიმე ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (ასს):

  • დღეისათვის საქართველოში აკრედიტებულია 22 ტესტირების ცენტრი.
  • საქართველოს ავტოპარკის გათვალისწინებით, სულ საჭიროა მინიმუმ 90 ტესტირების ცენტრი.
  • კანონმდებლობის შესაბამისად, ტესტირება სავალდებულოა დაახლოებით 100 000 ასს-სთვის.
  • გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას გადის მხოლოდ 20 000-მდე ასს.
  • გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება სავალდებულო გახდება ყველა ასს-სთვის.
  • უნდა შეიქმნას თანაბარი ბიზნეს-კონკურენცია, გამოირიცხოს მონოპოლია.
  • უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოსამზადებელ პერიოდს და საზოგადოების ინფორმირებას.

ჟურნალმა AUTO BILD-მა გადაწყვიტა, გაერკვია, დაახლოებით რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქართველი მძღოლები სავალდებულო ტექ-დათვალირების შემოღების შემდეგ. ამისათვის ჩვენ შევარჩიეთ 5 სხვადასხვა მარკისა და ასაკის ავტომობილი, რის შემდეგაც მივედით თბილისში, გლდანში, ქერჩის ქუჩის 10 ნომერში მდებარე ტესტირების ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იმ 22 ტესტირების ცენტრიდან, რომელიც დღეისათვის საქართველოშია აკრედიტებული. მივედით, რათა ხუთივე ავტომობილისთვის ჩაგვეტარებინა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და გაგვერკვია, რამდენად აკმაყოფილებენ ეს ავტომობილები თუნდაც მინიმალურ მოთხოვნებს.

განაგრძეთ კითხვა

წყარო: AUTOBILD.GE