ვენახები მასობრივად ფუჭდება

კახეთში ვენახს ჭრაქი გაუჩნდა და ყურძნის მოსავალს ანადგურებს. როგორც მევენახეები "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, მოსავლის გაფუჭება უამინდობას უკავშირდება, გადაუღებელმა წვიმებმა ვენახს ჭრაქი გაუჩინა. მათივე თქმით, ყურძნის მოსავლის 50% უკვე განადგურებულია.

ლევან ათანელიშვილი სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში ცხოვრობს. ყურძენი მათი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. წელს 10 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებოდა, თუმცა ჭრაქმა მოსავლის ნახევარი უკვე გააფუჭა.

"წელს უკვე 6-ჯერ შევწამლე, თუმცა ამანაც არ უშველა, ტყუილად ვწვალობთ. ვენახები მასობრივად ფუჭდება. ჩვენი შრომა კი წყალში იყრება. არადა მიხაროდა, ისეთი მსხმოიარე ვენახი მქონდა. წლიდან წლამდე ამას შევყურებთ და ესეც ფუჭდება. მარცვალი აღარ იზრდება", - ამბობს მევენახე ლევან ათანელიშვილი.

თიკო გურაშვილი