საგამოცდო დღეებში ბორჯომელ აბიტურიენტებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინიციატივით, აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, 1, 2, 4, 5, 6, 7, 14, 15, 18, 19 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 07:00 საათზე იმოძრავებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

გამგებლის განმარტებით, დილის საათებში ახალციხის მიმართულებით პრაქტიკულად სატრანსპორტო საშუალებები არ მოძრაობენ, რის გამოც, აბიტურიენტების გამოცდებზე დროულად მისვლა პრობლემას წარმოადგენდა.