”ნაციონალების” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ მიაწოდა.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება შიდა აუდიტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ”თანხების არასათანადო ხარჯვა გამოვლინდა”.