ომალოს მკვიდრმა ძველი ნაწილებისგან კარტოფილის სათესი დანადგარი ააწყო

თუშეთის სოფელ ომალოში მცხოვრებმა აკაკი სისაურმა ძველი სარეცხი მანქანისა და ტრაქტორის ნაწილებისგან კარტოფილის სათესი დანადგარი ააწყო. უფრო ადრე კი კარტოფილის ამოსაღები მოწყობილობაც შექმნა.

როგორც აკაკი სისაურმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მოწყობილობა მას შესასრულებელ სათეს სამუშაოებს მნიშვნელოვნად უადვილებს.

სანამ მისასვლელი გზები გაიხსნება, ფერმერი ალვანში ცხოვრობს, ადრე გაზაფხულზე კი ომალოში ადის და ძირითადად, მეკარტოფილეობას მისდევს.

კაკო სისაური, ამავდროულად, ჩეხეთის რესპუბლიკის "კარიტასის" ბენეფიციარია. როგორც პროექტ „თუშური ტრადიციული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ მენეჯერი ალეკო სუმბაძე აღნიშნავს, მოწყობილობა მარტო კარტოფილის სათესი არ არის, მას პარალელურად სასუქის დაყრის ფუნქციაც აქვს და რამდენიმე ოპერაციას ასრულებს.

ქრისტინე გამთენაძე