ნავთობზე ფასები გაიზარდა

ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის აღდგენის შესახებ მონაცემების გავრცელების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი გაიზრადა.

„როიტერის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 33 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 50,04 დოლარს მიაღწია. 28 ცენტით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 48,61 დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასები 26%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში რეკორდული კვარტალური დინამიკაა.