მთის კურორტებზე ზაფხულის სეზონი იხსნება

მთის კურორტებზე ზაფხულის სეზონი იხსნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, 2 ივლისს გაიხსნება ბაკურიანი (დიდველი) და გოდერძის კურორტი, ხოლო 16 ივლისს - გუდაური. ბაკურიანში (დიდველზე) საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში - 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო კურორტ გოდერძზე 10:00-დან 16:00 საათამდე.

2 ივლისიდან ბაკურიანში (დიდველზე) გაიხსნება ველო-ბილიკები, რომლებიც გათვლილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე მოყვარულებისთვის.

2 ივლისიდან ბაკურიანში კინოთეატრი „დიდველი“ დაიწყებს ფუნქციონირებას და ნაჩვენები იქნება უახლესი ფილმები.