არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სატრანსპორტო სექტორში ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობოებში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და სატრანსპორტო სისტემასთან დაკავშირებული ვითარება სამთავრობო უწყებების მხრიდან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებაა. კიდევ ერთი რეკომენდაცია ავტობომილებზე არსებული სააქციზო გადასახადის სისტემის რეფორმირებაა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე