ტურისტულ მარშუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშუტებზე გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს და მასში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურიზმის განვითრების მიზნით გადადგმულმა ბევრმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, განაპირობა ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდა. ტურისტულ მარშუტებზე გაჩნდა საფუძველი, განვითარდეს გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროექტის მიხედვით, გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით, ინვესტორს 15 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება. სააგენტო, ჯამში, ინტერესთა გამოხატვას 5 სხვადასხვა პროექტზე აცხადებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი. დეტალური ინფორმაცია ჩამოტვირთეთ ბმულიდან