ტურისტული ადგილები, რომლებიც შეგიძლიათ უფასოდ მოინახულოთ

გამოცემა Lonely Planet-მა ტურისტებს ის ადგილები გააცნო, რომელთა ნახვაც უფასოდ არის შესაძლებელი.

ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი კენსინგტონში

ლონდონში, სამხრეთ კენსინგტონში მდებარე დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილეს მუზეუმში შესვლა უფასოა. 1852 წელს დაარსებულ მუზეუმში ასობით ხელოვნების ნიმუში, სკულპტურები, შუა საუკუნეების ნივთები, თეატრალური კოლექცია, კერამიკა და სხვა.

სადილი ოქროს ტაძარში, ინდოეთი

ინდოეთში, ქალქ ამრისტარში მდებარე ოქროს ტაძარში შესვლაც და სადილით უფასოა. ტაძარს ყოველდღიურად 40 000 მომლოცველი სტუმრობს, რომლებისთვისაც სპეციალური ტრაპეზია განკუთვილი. თუმცა, ტაძარში სადილობა უფასოდ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია.

სტეიტენ აილენდის ბორანი, ნიო იორკი

უფასო ბორანი ქალაქის ტურისტებს ნიუ იორკის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებინებს. ბორანი სტეიტენ აილენდიდან ქვედა მანჰეტენამდე ჩაგიყვანთ. ტურის დროს ბორანის მგზავრები თავისუფლების ქანდაკებასაც ნახავენ.